საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.
ეროვნული ნაკრების ღირსებას 15 მოთამაშე დაიცავს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი იქნება.
ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშეს, ხოლო საუკეთესო შედეგს 2022 წელს მიაღწიეს, როდესაც ტურნირი მერვე ადგილზე დაასრულეს.
თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო ნაკრები გადის, ხოლო ჯგუფების ბოლო ადგილოსნები ჩემპიონატზე ბოლო ოთხი ადგილის გასანაწილებლად იბრძოლებენ.
საქართველო - საბერძნეთის მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს: მისია ერთია, სულიერი დახვეწა და გაზრდა...“ - გიორგი ლობჯანიძე
🔵„იბედნიერეთ...“ - ევა ბარბაქაძისა და მისი რჩეული ახალი კადრები ბანგკოკიდან
🔵 „ბრწყინავ...“ - შორენა ბეგაშვილის უახლესი ფოტოები ბანგკოკიდან
წყარო: imedinews.ge