Digest Logo

საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი

1786202782
ამინდიამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეძლებენ იპოვონ სასურველი ადამიანი...“ - ნინა ხომერიკის ასტროპროგნოზი 12 აგვისტოს მზის დაბნელებისთვის

⭕ „სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა... დღეს ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ - ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

⭕„გვეშინია სიახლის და ამით მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ საკუთარ თავს...“ - რას წერს ეზოტერიკოსი