
მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „დაიჯესტთან“ განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა და შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.
„გრიპის სეზონი გრძელდება და აცრა ყველგან არის შესაძლებელი",- აღნიშნა იმნაძემ.
ინფორმაციისთვის, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ ბერდება ია ფარულავა? - მსახიობმა მისი სილამაზის საიდუმლო გაამხილა
⭕მსოფლიო ვალენტინობის მოლოდინშია - ვინ იყო ვალენტინი? მითები, რეალობა და ლეგენდები