
ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას, საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ.
იგი მუდმივად ახერხებს იყოს ყურადღების ცენტრში და ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას.
ამჯერად, იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.
„ჩემი ბავშვობის მოგონება სკოლის ასაკიდან იწყება, როცა ბატონი შალვა ამონაშვილი გვასწავლიდა და იყო ჩვენი ხელმძღვანელი. მე ვიყავი ექსპერიმენტულ სკოლაში და ვიყავით ერთადერთი სკოლა, რომელიც შაბათს ისვენებდა.
ბავშვებს ბატონი შალვა გვაძლევდა დიდი თავისუფლებას, მაშინ ვერ ვხვდებოდით რა იყო, მაგრამ ახლა გასაგებია..“, - ამბობს ია ფარულავა.
მან ინტერვიუს დროს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას უპასუხა, თუ რატომ არ ბერდება იგი.
„რატომ არ ბერდება ია ფარულავა?, საიდან გაქვს ამდენი ენერგია? - ამას აქვს ბევრი პასუხი. გენეტიკა, თავის მოვლა, დანამატებს ვსვამ, რომელმაც არ უნდა დამაბეროს. მძინავს 12 საათზე და როგორც კი ვიღლები ეგრევე ვიძინებ“, - ამბობს მსახიობი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მსოფლიო ვალენტინობის მოლოდინშია - ვინ იყო ვალენტინი? მითები, რეალობა და ლეგენდები