Digest Logo

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

1722060900
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუ - ჩრდილო-აღმოსავლეთი - 13კმ. სოფელი თაია იყო.

ამავე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს, ბოლო სამ დღეში საქართველოში მომხდარი მეოთხე მიწისძვრაა. 22 ივლისს, 4.8 და 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა დედოფლისწყაროს სიახლოვეს, გუშინ კი 3.1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ნინოწმინდის სიახლოვეს დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას კადრები საცურაო აუზიდან - „საოცარი წყვილი ხართ“

🎥 რა სიტუაციაა რიკოთის უღელტეხილზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტებას აკეთებს

🎥 „საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - საოცარი შესრულება თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილისგან