Digest Logo

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი

1784654477
მიწისძვრა - მიწისძვრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

„დღეს თბილისის დროით 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.