Digest Logo

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ცნობილია, სად იყო ეპიცენტრი

1773235635
მიწისძვრა

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქ ყვარლიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2 კმ-ში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML) მაგნიტუდა შეადგინა.