„საქართველოში ნალექიანი დღეები დასრულდა და ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით მზიანი ამინდია მოსალოდნელი“,- ინფორმაციას ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე გურიის მთიან სოფლებში, პერიოდულად გაძლიერდება აღმოსავლეთის ფიონი, რაც ადგილობრივად ქარიან ამინდს შექმნის.
მიუხედავად მზიანი დღეების დაბრუნებისა, მნიშვნელოვანი დათბობა არ არის მოსალოდნელი - ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელ ნიშნულებზე და ზოგან მასზე უფრო დაბალი შენარჩუნდება
გისურვებთ, რომ მზიანმა დღეებმა თქვენს ცხოვრებაში მეტი სითბო და სიმშვიდე მოიტანოს, თქვენი დღეები სავსე იყოს კეთილი ადამიანებით, სასიამოვნო ამბებით და გულწრფელი ღიმილით“.
მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე
