Digest Logo

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ქვეყანა XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს

1729917596
არჩევნებიარჩევნები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.

გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.

არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს, უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 - პარტიული, საიდანაც 1 არის მმართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. 
 

საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.

საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნები ელექტრონულად ტარდება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ესენია 👇

(#41) “ქართული ოცნება“

(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა

(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

(#25) “გახარია საქართველოსთვის“

(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

(#36) “გირჩი“

(#23) “ჩვენ“

(#6) “ევროპელი დემოკრატები“

(#17) “საქართველო“

(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

(#26) “მემარცხენე ალიანსი“

(#20) “თავისუფალი საქართველო“

(#21) “ტრიბუნა“

(#16) “შეცვალე საქართველო“

(#27) “ქართველ ერთობა“

(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“