Digest Logo

„საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება“ - რას წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

1739946673
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს. 

მისი თქმით, საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება და ღამით მოსალოდნელია ყინვები.

„ცივი ტალღა, რომელიც დაკავშირებულია არქტიკული ჰაერის შემოდინებასთან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან 20 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოახდენს ზეგავლენას, რის შედეგადაც ხვალ შუადღის საათებიდან წვიმა, ყველგან თოვლში გადავა, მეტ-ნაკლები ინტენსიურობით საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება, გაძლიერდება ღამის ყინვები.

მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ხილვადობა გაუარესებული.

ავტომობილით გადაადგილების დროს გაითვალისწინეთ თოვლის დროს არსებული რეკომენდაციები.

გისურვებთ სასიამოვნო დღეებს და თოვლის მშვენიერი ფიფქებით ტკბობას“, - წერს მეტეოროლოგი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოში ამინდი უარესდება - უახლესი დღეების პროგნოზი

⭕„პლასტმასის კონტეინერების ხშირი გამოყენება შეიძლება გაზარდოს გულის უკმარისობის რისკი“ - გიორგი ფხაკაძის რჩევები

⭕„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია