
ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე ამჯერად ბლოგერის ამპლუაში გვევლინება და „იუთუბის“ საკუთარი არხი შექმნა. ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობს, და ჰყვება საინტერესო ამბებს.
ნინუცა ამჯერად გადაცემის „სალომე კასრაძის პოდკასტი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე, მიზნებსა და სირთულეებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ტელეწამყვანმა სამშობლოს სიყვარულზეც ისაუბრა:
„რომ მეგონა საქართველო მიყვარდა, ახლა მივხვდი, რომ არ მყვარებია. ახლა ისეთი პატივისცემა გამიჩნდა.
მარტო ბუნება, მთა და ისტორია არა, ხალხი რომელიც დღეს იქ ცხოვრობს. ძალიან მაგარი ხალხია, სული აქვს ქვეყანას და ეს ყველაფერი ცოტა მომყვება მეც.
მილიონჯერ ვიტყვი, რომ საქართველოზე არაფერი მცოდნია. რაღაც რომ მქონდა ტელევიზორში ნანახი და მეგონა ვიცოდი, ეგ არის სისულელე და ისტორიის წიგნში წაკითხული. ეგ არაა შენი სამშობლო. მით უმეტეს თუ იმ სამშობლოზე ვსაუბრობთ, რისთვისაც ამდენი სისხლი დაიღვარა, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო, ქართულ ენაზე გვესაუბრა, თავისუფლები ვყოფილიყავით, რამდენ ადამიანმა გაწირა თავი.
არ მქონდა საზრუნავი, მაგრამ მაინც არ მქონდა ჩემი ქვეყანა ნანახი, სად ვიყურებოდი, რას ვუყურებდი? თავგადასავალია, იბოდიალე, ფოტოები გადაიღე, რა დაგრჩება სხვა?“, - ამბობს ნინუცა ორჯონიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ეხმარებიან თავდაცვის ძალები მოსახლეობას - ფოტოკოლაჟი
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, ვისთვისაც მარტი ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებით წარმატებული იქნება