Digest Logo

„საშინელება ტრიალებს, ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.... ცოლი ამ დრომდე საავადმყოფოშია“ - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

1761480527
 ბაჩო ლასარეიშვილი

სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება მისი მეუღლე, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

„საშინელება ტრიალებს... ჩვენი ბაჩო დაიღუპა 19 წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.... ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის“,- ამბობენ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის ახლობლები.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი დაშავებული ბაჩო ლასარეიშვილი - ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ

⭕„გააკეთეთ გენერალური დასუფთავება და მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი“ - თაკო მელიქიშვილი 26 ოქტომბრის ენერგიებზე

⭕„შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს და შეიმოსეთ წითელ ფერებში“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი