Digest Logo

სასტიკად ნაცემი მონაზვნის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - რა ხდება საავადმყოფოსთან, სადაც ძალადობის მსხვერპლი დედაო იმყოფება

1669455612
მონაზვნის საქმე

სასტიკად ნაცემი მონაზონი ხაშურის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. კლინიკა კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

მონაზვნის თბილისში გადმოყვანა იგეგმებოდა, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.

70 წლის დედა ანას მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება.

ცნობისთვის, მონაზონს ფიზიკურად უცხო პირი გუშინ საღამოს გაუსწორდა.

მომხდარზე დაკავებულები არიან 27 და 39 წლის მამაკაცები. პოლიციამ გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ისტორიაში პირველად! გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა

🔵ვინ არის მონაზონი, რომელიც დედათა მონასტერში სასტიკად სცემეს

🔵„ძალიან არის ნაცემი, ჯერ ხაშურში გადაიყვანეს და შემდეგ თბილისში“ - რას ჰყვებიან სოფელ ცხრამუხის მონასტერში