ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, სავარაუდოდ დედათა მონასტერში, უცნობი პირები მონასტერში შეიჭრნენ და დედა ანას სასტიკად გაუსწორდნენ.
მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე) და 137-ე (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, სავარაუდოდ დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵კაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა