სასტიკი დანაშაული მოხდა საგარეჯოში - კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა.
როგორც მოკლული ქალის ახლობლები ambebi.ge-სთან საუბრობენ კაცმა მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.
დაშავებული ქალი რამდენიმე დღე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.
მოკლული ქალი საგარეჯოელი ციკო სულიკაშვილია. მას ორი შვილი დარჩა.
ასევე მოკლული ქალის ახლობლების ინფორმაციით, სასტიკ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი რამდენიმე კვირის წინ ამნისტიით გათავისუფლდა.
„საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე. 2 შვილი დარჩათ, ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე სტუდენტი. გაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება გარეთ გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი“, - ჰყვება მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ვერ გამირკვევია რომელი უფრო მომწონს…თქვენ?“ – ლინდა კიკოლაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები