Digest Logo

„სასწაულები მაშინ ხდება, როცა იმედი არ ქრება“- 19-წლიანი ლოდინის შემდეგ, ნანა ურუშაძე 59 წლის ასაკში დედა გახდა

1784200726
ნანა ურუშაძე

19-წლიანი ლოდინის შემდეგ 59 წლის ასაკში ნანა ურუშაძე დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა „მედინა“ ავრცელებს. 

„სასწაულები მაშინ ხდება, როცა იმედი არ ქრება...
19 წლიანი ლოდინის შემდეგ, ნანა ურუშაძე 59 წლის ასაკში დედა გახდა.

ხომერიკების ოჯახში ყველაზე დიდი ოცნება ახდა - ნანა და გენადი პატარა ნინის მშობლები გახდნენ  
ქალბატონი ნანა რეპროდუქტოლოგის მიერ დროულად იქნა გადმომისამართებული ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, სადაც ორსულობა მესამე დონის ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ორსულობას მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ჯუმბერ უნგიაძე და მეან-გინეკოლოგი ხათუნა სამნიძე მართავდა.
საკეისრო კვეთა შესრულდა გესტაციის 34-ე კვირას.

პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმისა და უწყვეტი ზრუნვის შედეგად, დედა და ახალშობილი კლინიკიდან სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერნენ.

ვულოცავთ ნანასა და გენადის ამ უდიდეს ბედნიერებას!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გავააქტიუროთ 16 ივლისის ენერგიები: „წარმოთქვით ხმამაღლა სამჯერ - მშვიდად, თავდაჯერებულად და კეთილი განწყობით“

⭕„გილოცავ ჩემო ყველაზე ერთგულო, კეთილო და საუკეთესო ადამიანო“ - დათუნა მგელაძე იუბილარია, როგორ მიულოცა მეუღლემ დაბადების დღე

⭕„ძალიან უხდებით ერთმანეთს“ – შოუბიზნესში ახალი წყვილია, გიორგი კელაპტრიშვილმა ცირა კობიაშვილთან ურთიერთობა გაასაჯაროვა