Digest Logo

სასურველი სასიძოები ეროვნული ნაკრებიდან - „მათი გული ჯერ კიდევ თავისუფალია“

1719860569
ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ესპანელები ფლობდნენ, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა ჩაჭრა.

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატების უკან ქართველი ფეხბურთელები იდგნენ, რომელთა მიმართ ყურადღება არ წყდება. საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს თითოეული მათგანის პირადი ცხოვრება, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰყავთ მეუღლეები.

„დაიჯესტმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას თავი მოუყარა და წარმოგიდგენთ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომელთა გული ჯერ კიდევ თავისუფალია და შეგიძლიათ „დაიპყროთ“.

ლუკა გუგეშაშვილი 

აზერბაიჯანული „ყარაბაღისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე. 

2018–2019 წლებში გორული კლუბის რიგებში სულ 34 მატჩი ითამაშა. 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხუთი მატჩი ითამაშა გრანადის „რეკრეატივოში“, რის შემდეგაც ისევ „დილას“ დაუბრუნდა და 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ბოლომდე გორელთა მაისურით ეროვნული ლიგის ფარგლებში 51 შეხვედრა ჩაატარა.

2022 წლიდან „ყარაბაღში“ განაგრძო საკლუბო კარიერა. მისი დებიუტი აზერბაიჯანული კლუბის რიგებში იმავე წლის 1-ელ თებერვალს, „შამახის“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში, აზერბაიჯანის თასზე შედგა.

2022 წლის 3 მაისს „ყარაბაღი“ საკუთარ მოედანზე „საბაჰს“ დაუპირისპირდა და ქულის აღება შეძლო (1–1), რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლუკა გუგეშაშვილის კლუბს ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეცხრედ მოეპოვებინა.„ყარაბაღმა“ აზერბაიჯანის პირველობა 2024 წლის სეზონშიც არავის დაუთმო. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მიზანს ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მიაღწია და „კაპაზთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა.

მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2023 წლის 23 მარტს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, მონღოლეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. გუგეშაშვილი მოედანზე შეხვედრის მეორე ნახევარში, გიორგი ლორიას ნაცვლად შემოვიდა.

საბა კვერკველია

საბას ცხოვრებაში ბურთი ადრეული ბავშვობიდან არსებობს. ცელქი და მოუსვენარი ბიჭის დასამშვიდებლად, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. ჯერ კიდევ პატარა საბას მამას უთხრეს, ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო. მწვრთნელის წინასწარმეტყველება ახდა. 

დღეს სოლომონ (საბა) კვერკველია საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია და იმ გამარჯვების სიხარულში, რომელსაც ქვეყანა ეზიარა, თავისი წვლილი მიუძღვის.

საბა საზონოვი

საზონოვის დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2021 წლის 16 მაისს „ტამბოვის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა, სადაც მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და მაგომედ ოზდოევი შეცვალა.

2021 წლის 9 ივლისს საზონოვმა მოსკოვის „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯიმი ტაბიძე

ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი. ტაბიძემ პროფესიული კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, ხოლო 2015 წლის ზაფხულში ბელგიის ჩემპიონ „გენტში“ ჩაირიცხა2017 წლის 1 ივლისიდან თამაშობს რუსულ კლუბ „უფაში“. ჯემალ ტაბიძის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში.

ვლადიმერ მამუჩაშვილი

ვლადიმერ მამუჩაშვილი  ნახევარმცველია. მისი გული ჯერ კიდევ თავისუფალია და ფეხბურთელის პირადი ცხოვრება საჯაროდ არ ჩანს.
 

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე 1999 წლის 29 აგვისტოს დაიბადა თბილისში, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია.

გიორგის პირად ცხოვრებაზე ბევრი საუბარი არ უყვარს, თუმცა ბოლო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის თავისუფალია.

გიორგი ქოჩორაშვილი

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლს ცოლი არ ჰყავს, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია.  მისი რჩე­უ­ლი ბრა­ზი­ლი­ე­ლი სან­დრა მენ­დონ­საა. 

ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავა, რომელიც წლების განმავლობაში ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი და კაპიტანი იყო ამ დრომდე დასაოჯახებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ფეხბურთელის მამამაც ისაუბრა:

–  ჯაბას პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ. შეყვარებულია?
–  არ არის შეყვარებული, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს.
–  რომ იყოს, გეცოდინებოდათ? ვინმე რომ მოსწონს, გიმხელთ ხოლმე?
–  შეყვარებული რომ იყოს, არ დამიმალავდა, ძალიან მინდა, ცოლი მოიყვანოს და დაოჯახდეს. ასაკი ემატება და არ მინდა, ცოლი გვიან შეირთოს. საქართველოში წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვით ჩამოდის. თითო ჯერზე მხოლოდ სამ-სამი დღით უწევს ნაკრებთან დაკავშირებით ჩამოსვლა და არაქართველის ცოლად მომყვანი არ გახლავთ. ტიპაჟია ასეთი.
–  თუ უკრაინელი გოგონა მოეწონა და ცოლად მოიყვანა, თქვენი რეაქცია როგორი იქნება?
–  რასაკვირველია, არ ვიქნები წინააღმდეგი. თვითონ ვისთანაც ბედნიერი იქნება, ის გოგონა ჩემთვისაც მისაღები იქნება.

ანზორ მექვაბიშვილი

საფეხბურთო კლუბ კრაიოვას „უნივერსიტატეას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. მექვაბიშვილი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. „დინამოს“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ქვეყნის პირველობის, თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ჩათვლით სულ 113 მატჩში (13 გოლი) მიიღო მონაწილეობა. მის შემადგენლობაში ორჯერ საქართველოს ჩემპიონობა და ერთხელ საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.

მექვაბიშვილმა 2022 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გამართული 9 მატჩიდან 7 შეხვედრაში ითამაშა. ძირითადში პირველად გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან 4–0 მოგებულ მატჩში გამოჩნდა. იმავე გიბრალტართან გასვლაზე კი ნაკრებში პირველ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

გაბრიელ სიგუა

შვეიცარიული „ბაზელისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. სიგუა 13 წლამდე „რუსთავისა“ და „საბურთალოს“ აკადემიებში თამაშობდა. 2021 წელს მოიგო ალექსანდრე ჩივაძის მედალი 17-წლამდელთა შორის და აღიარებული იქნა წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად.

2022 წლის 7 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ რიგებში, „სამტრედიასთან“ გამართულ შეხვედრაში.

გიორგი მიქაუტაძე

საფეხბურთო კლუბ „მეცის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. 2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. ჩატარებული რვა შეხვედრიდან მიქაუტაძემ 6 მატჩში მოახერხა გატანა. საფრანგეთში დაბადებული მიქაუტაძე ქართული წარმოშობისაა. 2021 წლის 25 მარტს შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. მიქაუტაძე თამაშში შეცვლაზე შემოვიდა. საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0–1 დამარცხდა. პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში. გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის საქართველოს ნაკრების პირველი გოლი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც მან თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა 2024 წლის 18 ივნისს. ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა და ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გიორგი ქვილითაია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „აპოელის“ თავდამსხმელი. 30 წლის ფეხბურთელის პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ არ იძებნება, თუმცა ის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამ დრომდე არ იმყოფება ქორწინებაში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„10 წლის იყო აკადემიაში რომ წავიდა, დედასთან უნდოდა წამოსვლა... ეს ბინა გვიყიდეს ბელგიელებმა“ - რას ჰყვება გიორგი ჩაკვეტაძის დედა

„შენ ხარ პასუხი ჩემ ყველა შეკითხვაზე...“ - დავით გოგიჩაიშვილის ემოციური მილოცვა ცოლს

გიორგი გასვიანის დედა იუბილარია - როგორ მიულოცა ტელეწამყვანმა რუსუდან კაჭარავას დაბადების დღე