„გაუმარჯოს მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას, ქვეყნის გადარჩენას და ამ ბავშვების ბედნიერ მომავალს“, - განუცხადა „ქრონიკას“ მომღერალმა რეზო ბლიაძემ ბოლნისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე.
მისივე თქმით, მათი გზავნილი ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გამართულ კონცერტზე ერთი და იგივეა.
„ძალიან ბევრი მოზარდია მოსული და ეს ჩვენს კონცერტებს ძალიან ახალისებს. სათქმელი კი იგივე გვაქვს, რაც ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში - გაუმარჯოს მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას, ქვეყნის გადარჩენას და ამ ბავშვების ბედნიერ მომავალს“, - განაცხადა მომღერალმა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება ბოლნისშიც მიმდინარეობს. მაყურებლის განწყობაზე ზრუნავენ რეზო და ბავშვები, რომა რცხილაძე და მარიამ მამისმედიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომღერალი, ვისითაც შეგვიძლია ვიამაყოთ“ – ანრი ჯოხაძემ მსმენელთან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულა
🎥 მარიამ გველესიანმა 30 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა – კადრები დაბადების დღიდან
🎥 „8-წლიანი ძიება დასრულებულია...“ - თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა