მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„მეტროსადგური “„თავისუფლების მოედანი“ ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით აჩერებს მგზავრთა მიღებას.
დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?