
ქობულეთის შემოვლით გზაზე, უმძიმეს ავარიაში დაღუპული 4 ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ავტოსაგზაო შემთხვევას ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე ემსხვერპლნენ.
ახალგაზრდები ზუგდიდიდან იყვნენ.
დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი სამი ადამიანი, რომლებიც ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა.
ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დედისერთა იყო...“ - ქობულეთში, უმძიმეს ავარიაში დაღუპულის ვინაობა ცნობილია
⭕ გიორგი გველესიანის მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - როგორია ლინდა კიკოლაშვილის აგვისტო?