Digest Logo

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით საზამთროსა და ნესვის ნიმუშები გამოიკვლია - ნახეთ, კვლევის შედეგები

1785834463
საზამთროსაზამთრო

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში.

კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება.

სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „აძლიერებს იღბალს“ - აგვისტოს ჯადოსნური კოდები თაკო მელიქიშვილისგან

🎥 „შეგიძლია ძველი გენები წაშალოთ...“ - რას ამბობს არუნ ხათრი

⭕ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 აგვისტო - „ახალი რომანტიკული ნაცნობობის შანსიც გაქვთ“