Digest Logo

🎥 საზარელი დღე, ანაკონდას ამოყვანა მდინარიდან და ეპიკური მომენტები ამაზონის ჯუნგლებში - გიორგი ჯობავა ხმაურიანი მოგზაურობის შემდეგ ვიდეოს აქვეყნებს

1754502706
გიორგი ჯობავა

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ბოლო რამდენიმე თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.

მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. გიორგი ჯობავამ გზა მაინც გააგრძელა და ამაზონის ჯუნგლებს ესტუმრა. 

ბლოგერი საქართველოში მშვიდობით დაბრუნდა რამდენიმე კვირის წინ. 

ამჯერად, მან გამომწერებს ამ დაუვიწყარი მოგზაურობის კადრები გაუზიარა და ვიდეოც იუთუბზე გამოაქვეყნა და წერს: 

„ანაკონდას ამოყვანა მდინარიდან, წარმოუდგენელი, დაუვიწყარი გამოცდილება მივიღე ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურობისას.

სრული ვიდეოც მზადაა და შეგიძლიათ ჩაუსხდეთ, უყუროთ და ისიამოვნოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ხარისხს აუწიოთ და ისე უყუროთ.

კარგად მოკალათდით, ვიდეოს რომ ჩართავთ, ვეღარ გათიშავთ და ვიდეო 50 წუთიანია, ამიტომ, თუ რამე საქმე გაქვთ, მოგვიანებით ჩართეთ“, - წერს გიორგი ჯობავა და ვიდეოს გვიზიარებს.

ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხუთშაბათს დალიეთ ყავა და თქვით შემდეგი სიტყვები...“ - ფულის მოსაზიდი რიტუალი თაკო მელიქიშვილისგან

⭕„ბერძენი ქალღმერთი“ - ნინა ცქიტიშვილი მოგზაურობიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 „პირდაპირ მოქმედი ვულკანის კრატერში ჩავედით“ - რა კადრებს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე