Digest Logo

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

1701151975
covid 19, კორონავირუსი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ.

„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიურად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი.

გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე - კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ რამე მტკივა მერე ვეღარაფერს ვაკეთებ ხოლმე, ვითიშები. მთელი ყურადღება ტკივილზე გადამაქვს“ - თედო ბექაურის ემოციური ეთერი

🔵„ძალიან გთხოვთ არ მიწყინოთ, ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო...“ – თედო ბექაური მიმართვას ავრცელებს

🔵„ვიცი, ამაზეც დაიწყებენ ლაპარაკს“ - გიორგი ნაზღაიძემ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და ვაკეში ბინა იყიდა