Digest Logo

სეტყვა, ქარი, თოვლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1795178365
წვიმა თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 20-23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.

„შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, 22 ნოემბერს მაღალ მთაში ზოგან – ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე - წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში - მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. მაღალ მთაში ძლიერი თოვის, ქარბუქის და ხილვადობის გაუარესების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

⭕მოულოდნელი ამბები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი შანსები – რას გვიმზადებს 20 ნოემბერი?

✕