Digest Logo

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება

1700141787
იმუნიზაცია

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება - იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, გაიკეთონ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკჯგუფებში არ შედიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=84e484c7-4c70-426f-b143-5279f7757312

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵უკრაინაში მებრძოლი კიდევ 2 ქართველი დაიღუპა

🔵„გოგონამ მანქანა დაარტყა ძაღლს. ეს იყო საშინელი კადრები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დაემუქრა, რომ ტელეფონს გადააყლაპებდა“ - რას წერს ლიკა ყაზბეგი

🔵რატომ მოკლეს 18 წლის ბიჭი - დმანისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები