„ველი დაახლოებით იგივე თამაშს, რაც იყო პორტუგალიასთან“, - ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დავით მინაშვილმა განაცხადა.
„გასაგებია რომ პორტუგალიის მსგავსად ესპანეთიც ფავორიტია. ბუნებრივია, რომ მათ უფრო მეტად ექნებათ ბურთი, უფრო მეტად ექნებათ სათამაშო უპირატესობა, მაგრამ ის თუ როგორ ითამაშეს ჩვენებმა პორტუგალიასთან, თუ ყველაფერი კარგად გააკეთეს და მწვრთნელის დავალებები შეასრულეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ შანსი ჩვენც გვექნება. გარკვეული სივრცეები გაჩნდება და ქართველი ფეხბურთელები ამ სივრცეების გამოყენებას ეცდებიან. პლუს ამას არ დაგვავიწყდეს, რომ კარში დგას მამარდაშვილი და ის დღესაც უკვე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა“, - აღნიშნა მინაშვილმა.
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება
⭕„მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ - ესპანელთა მთავარი მწვრთნელი
წყარო: imedinews.ge