Digest Logo

„შავებში ჩაცმული ბერი ხმაურობდა, ფაქტობრივად ლოცვას ხელს უშლიდა, ეს იყო მამა გაბრიელი, რომელსაც ჰქონდა ლოცვა-კურთხევა“ - რას ჰყვება ილია მეორის დაცვის უფროს

1778443435
 ვანო კობაიძე

საქართველოს აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მან ის დღე გაიხსენა, როდესაც სიონში მამა გაბრიელს შეხვდა.

„შავებში ჩაცმული ბერი იყო, რომელიც ხმაურობდა. ვიკითხე, ვინ იყო და მითხრეს, რომ მამა გაბრიელი იყო და მას ჰქონდა ლოცვა, კურთხევა და შეუძლია ასე იხმაუროსო.  რომ ვაკვირდებოდი, პატრიარქი მას სულ უღიმოდა.

მამა გაბრიელმა ტაძარში გამაჩერა ისეთი რაღაცები მითხრა, ეს ნამდვილი სასწაული იყო. პატრიარქთან, რომ მივედით კიდევ მოგვყვებოდა თითქოს, რაღაცის თქმა უნდოდა. აღარ მივაქციეთ ყურადღება და სულ ვინანებ ამას, იქნებ რისი თქმა უნდოდა ადამიანს და მე არ გავჩერდი“, - ჰყვება იგი. 

მან ასევე გაიხსენა, ის პერიოდი, როდესაც პატრიარქთან მივიდა.

2017 წლის თებერვალში დამირეკეს და მითხრეს, უწმინდესია მისახედი და გვერდით უნდა დავუდგეთ მასო. 

პატრიარქს არ სურდა, ის ეფიქრა ნათესავი მოჰყავსო, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. 

მას შემდეგ მე პატრიარქის კურთხევის გარეშე ნაბიჯი არ გადამიდგამს და არაფერი გამიკეთებია. მადლიანი და ბრძენი ადამიანი იყო, მისი კურთხევით ყველაფერი კარგად მიდიოდა“, - იხსენებს ვანო კობაიძე.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ და მინდა, ქართველ ხალხს მოვუხადო მადლობა“ - ილია მეორის დაცვის უფროსი

⭕მაისის საკრალური დღეები, რიტუალები, რომელიც განსაკუთრებული ძალით მოქმედებს - როდის და რა მიზნით ჩავატაროთ რიტუალი?

🎥 უარი ხორცს! - როგორია ეკო ფანგანის კულინარიული რიტუალი?