ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე თავის პოდკასტში პრემენსტრუალურ სინდრომზე (PMS) საუბრობს და ხსნის, რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმსა და ფსიქიკაში, რატომ იცვლება განწყობა და როგორ შეუძლიათ პარტნიორებს ქალების მხარდაჭერა ამ პერიოდში:
„ვსაუბრობ თემაზე, რამაც შეიძლება ათასობით წყვილი უაზრო კონფლიქტს გადაარჩინოს.
წარმოიდგინე ასეთი სცენა: ჩვეულებრივი საღამოა, მთელი კვირა ყველაფერი რიგზე იყო და უცებ, გაურეცხავი ფინჯნის გამო სახლში ქარიშხალი ატყდა. პარტნიორი ან ტირის, ან ყვირის, ან სრულიად ჩუმდება. შენ კიდევ დგახარ და ფიქრობ, რა მოხდა, რა დავაშავე? ვერ იგებ რა ხდება და შემდეგ თავში ან ხმამაღლა ისმის წინადადება, რაც ბევრ სახლში ყოველთვის უთქვამთ: „აა, ისევ ის დღეებია, თვის ბოლოა“.
მინდა გახსოვდეს, რომ ამის მეორე მხარეს დგას ქალი, რომელსაც ზუსტად იგივე შეკითხვა აქვს თავის თავთან: რა მემართება, რატომ ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს, რატომ მეჩვენება, რომ ყველაფერი ცუდადაა და არავის ვუყვარვარ, არავინ დგას ჩემს გვერდით.
წარმოიდგინე, ეს არის ორი ადამიანი, ერთი სახლი, ორივე დაბნეულია.
კითხვა არის ასეთი: რა არის ეს? უბრალოდ ცუდი ხასიათი, ბოროტება თუ რეალური ჰორმონალური ცვლილება და ამას PMS ჰქვია.
PMS (პრემენსტრუალური სინდრომი) არის ფიზიკური და ემოციური ცვლილებების ერთდროულობა, რომელიც ჩნდება მენსტრუაციამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე და როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ქრება.
PMS არის ციკლური, მოდის და გადის. სიმპტომები ძალიან განსხვავებულია. ფიზიკურად ქალები გამოხატავენ დაღლილობას, შეშუპებას, თავის ტკივილს, მკერდის მგრძნობელობას, ძილის ცვლილებას, მადის ცვლილებას. ემოციურად იწყება გაღიზიანება, ცრემლიანობა, შფოთვა, დაღონება, განცდა, რომ ყველაფერი პირდაპირ გულში გხვდება“, - ამბობს მინდია გაბიჩვაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება...“ - ბესო ბაციაშვილი 5 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე