ბულგარეთთან წაგებული 2:1 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა.
„რაც ამ შესარჩევ ციკლში ვაჩვენეთ, ჩვენს დონეს არ შეესაბამება და უკეთესის მოლოდინი გვაქვს. შეიძლება გვეგონა, რომ უფრო მაღალ დონეზე ვიყავით. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და შეცდომები გავაანალიზოთ.
მოდუნებულები ვიყავით, დღეს რა გოლებიც მივიღეთ, რთულია 2:0-ის შემდეგ თამაშში დაბრუნდე. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდით და გვტკივა. გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით და უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
ვერ დავეთანხმები ვერავის, ვინც ამას მეტყვის - ნაკრებში ატმოსფერო არ შეცვლილა და მეტიც, იმაზე უკეთესი ატმოსფეროა, ვიდრე ევროპის ჩემპიონატამდე.
სამუშაო იმაზე გვაქვს, რომ თამაშები კარგად და ძლიერად დავიწყოთ. რა ხელწერაც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, ის უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კვარა „პსჟ-ში“ ვეღარ ბრწყინავს, ქოჩორა „სპორტინგში“ მე-5 ოფციაა, მამარდა სკამზეა“- ვილი სანიოლი
⭕„შენ სულს ვენაცვალე ჩემო ძმაო, ციდანაც რომ სიკეთეს აკეთებ...“ - რას წერს ნათია ბერიძე