საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ისტორიული შანსი. კონტინენტის პირველობისთვის ჯვაროსნები პირველად, მეტოქე პორტუგალიელები კი მეცხრედ იბრძოლებენ. დღეს პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშია.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია გამოეხმაურა:
„დღეს საქართველო - პორტუგალიის მატჩია.
ეს ისტორიაა - და არა მხოლოდ სპორტული.
მთავარი დადებითი მომენტი ის არის, რომ სხვაზე დამოკიდებულნი არ ვართ და თავად შეგვიძლია გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი - უნდა მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. ეს დიდი წარმატება იქნება და ძალიან გაგვაბედნიერებს.
უარყოფითი მომენტი ის არის, რომ პორტუგალია ხელს შეგვიშლის - ნიჭიერად და პროფესიულად. მათ ეს კარგად გამოსდით. ამან შეიძლება სევდა მოგვგვაროს.
უნდა გავიდეთ და ვიბრძოლოთ. ყველაფერი გავიღოთ, რაც ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, დისციპლინითა და პასუხისმგებლობით მოგვდგამს.
თუ გავიმარჯვებთ, კიდევ ერთხელ დიდად გავიხარებთ. თუ დავმარცხდებით, საქართველოს მაინც ექნება თავისი შვილებისათვის სამი სიტყვა: „თავდადებისათვის გმადლობთ, ბიჭებო!“.
საქართველოს ნაკრებს უმძიმესი მატჩი ელის. და მან იცის, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა გვერდით უდგას.
დღეს არაფერი მთავრდება, მაგრამ შეიძლება ყველაფერი დაიწყოს.
ეს „ყველაფერი" კი ახალი მიზნები და ახალი გზაა.
გამარჯვებათა გზებზე ევლოს ჩვენს საქართველოს!“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕26 ივნისს მთიულეთში ლომისობის დღესასწაული აღინიშნება
⭕112-ისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას
⭕26 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას დაუპირისპირდება