მომღერალი გიორგი ძოწენიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ყველაზე მეტად სწორედ მასში გაუმართლა:
„ძალიან იღბლიანი ვარ. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ოჯახში, გამიმართლა მეუღლეში, შვილებში და ჩემს მეორე ოჯახში, „ურსაში“. ძალიან თანამედროვედ გავიცანით ერთმანეთი, სოციალურ ქსელში. რომ დავინახე, ძალიან ლამაზი გოგო იყო. ბავშვობის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შევხვდი და არ ვიცოდი, რა მეთქვა. მალევე მივხვდი, რომ მოვწონდი. რომ გავიცანით ერთმანეთი, მალევე დაიწყო პანდემია, ვერსად ვერ დავდიოდით, რესტორნები დაკეტილი იყო, მაგრამ სულ ერთად ვიყავით, ხან ეზოში, ხან იქ, ხან აქ. 6–7 თვის განმავლობაში ყოველდღე ერთად ვიყავით. ეჭვიანი ვარ, არასდროს მაძლევს საბაბს, ოღონდ შემიძლია საბაბის გარეშეც ვიეჭვიანო. შეიძლება, ძალიან დავიძაბო. იმდენად ჭკვიანურად იქცევა ჩემი მეუღლე, რომ არასდროს მაძლევს საბაბს. მია გმირია, ნებისმიერი ადამიანი სითბოთი და სიყვარულით რომ მხვდება, მე რომ მათ ვეხუტები და ვუბრუნებ, შეიძლება ეს ყველამ ვერ აიტანოს.
მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელით გამოცდა ნოემბერში? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი