Digest Logo

„შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა...“ - 14 იანვარს ძველით ახალი წელი აღინიშნება

1736798518
ძველით ახალი წელია

საქართველო და ის მართლმადიდებლური ქვეყნები, სადაც ეკლესია იულიუსის კალენდრით სარგებლობს, დღეს ძველით ახალ წელს იზეიმებს.

ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა ორი კალენდარული სისტემის არსებობით არის გამოწვეული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებით.

იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით დამდგარი ახალი წელი, ანუ „ძველით ახალი წელი“ ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. საქართველოში ეს დღე, 1 იანვრისგან განსხვავებით ოფიციალურ დასვენების დღედ არაა გამოცხადებული.

საქართველოში „ძველით ახალი წლის“ აღნიშვნის წესი დიდად არ განსხვავდება 1-ელი იანვრისაგან, ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა და კვლავ ეწყობა ფეიერვერკი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოგზაურობს ვინც გეგმავთ, უხვთოვლიანი პერიოდი იქნება კურორტებისთვის...“ - როგორ ამინდს პროგნოზირებს კობა ფარტენაძე

🎥 „საამაყო არ არის ეს, უბრალოდ როცა ჩვენს ოჯახს ეხებიან, პასუხი ყოველთვის გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს“ - ირაკლი ზარქუა

„ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“ - საქართველოში სილამაზის პროდუქტების ხელმისაწვდომობაზე პირველი კვლევა ჩატარდა