Digest Logo

„მოგზაურობს ვინც გეგმავთ, უხვთოვლიანი პერიოდი იქნება კურორტებისთვის...“ - როგორ ამინდს პროგნოზირებს კობა ფარტენაძე

1736787696
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოში უმეტესად მოღრუბლული და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, საგრძნობლად აცივდება და იწვიმებს დაბლობსა და ბარში.

„საქართველოში ბოლო დღეებია საგრძნობლად დათბა და ძირითადად მზიანი ამინდი გვაქვს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შუა ზამთარია და მზის სხივები ხშირად ღრუბლების მიღმა შეიძლება დარჩეს, ასეთი კვირაა მოსალოდნელი სამომავლოდ.

მთელს ქვეყანაში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში უმეტესად მოღრუბლული და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, საგრძნობლად აცივდება და იწვიმებს დაბლობსა და ბარში, მთიან და მაღალმთიან ზონაში, კი მოსალოდნელია თოვლი.

მოგზაურობს ვინც გეგმავთ, უხვთოვლიანი პერიოდი იქნება ზამთრის კურორტებისთვის, შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

მართალია თოვლი ყველას მოგვენატრა და თითოეულ ქალაქში სითეთრეს ბედნიერება მოაქვს, მაგრამ ვერ დაგისტურებთ, რომ დაბლობზე ან ბარში ითოვებს, სამწუხაროდ არა.

გისურვებთ მშვიდობიან დღეებს“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საამაყო არ არის ეს, უბრალოდ როცა ჩვენს ოჯახს ეხებიან, პასუხი ყოველთვის გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს“ - ირაკლი ზარქუა

„ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“ - საქართველოში სილამაზის პროდუქტების ხელმისაწვდომობაზე პირველი კვლევა ჩატარდა

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ