Digest Logo

„შენი ბოლო სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, რომ მოვკვდე, მაინც არასოდეს მიგატოვებო“ - ცნობილია, რა გახდა 35 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი

1685713199
თორნიკე შიოშვილი

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი 35 წლის თორნიკე შიოშვილი გარდაიცვალა. მიზეზად ინფარქტი სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით,  შიოშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე, ბინაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„ამ მონატრებას როგორ გავუძლო, როგორ გავუძლო უშენობას, შენ ხმას რომ ვეღარ გავიგებ, შენს სუნთქვას და გულის ცემას რომ ვერ ვიგრძნობ, შენს ჩახუტებას და მოფერებას რომ ვეღარ შევიგრძნობ“, - წერს  გარდაცვლილის მეუღლე.

„ჩემო გიჟმაჟო ბიჭო, ჩემო სიყვარულო, ასე როგორ დამტოვე, როგორ არ იფიქრე ჩემზე. მე ხომ შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, შენს გვერდით ხომ ყოველთვის დაცულად ვიყავი.

ბოლო შენი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, რომ მოვკვდე, მაინც არასოდეს მიგატოვებო“, - წერს თიკო ჩუთლაშვილი.

ცნობისთვის, გარდაცვლილ ემიგრანტს სამშობლოში ხვალ გადმოასვენებენ. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სანამ ლიზა იასკო გაიგებდა რომ ბალღი მიხასია, ჩვენ უკვე ვიცოდით“ - ნათია ბერიძე

🎥 „ამან იტირა უკვე... როგორი ყოფილა მამობა?“ - რა კადრები ვრცელდება სამშობიაროს ეზოდან

თოშა ქებურიას ცოლი ქეთი ჟღენტი ნიცაში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს ბიზნესმენის მეუღლე