ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი კაცის ვინაობა ცნობილია. ავარიას მირზა ხიზანიშვილი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ცოლი და შვილები დარჩა. ახალგაზრდას ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„ჩემო ძმაო, ცოლ-შვილის დიდო ტკივილო!
ყურში ჩამესმის თუ როგორ მეძახი „მაია, ჩემო ძმაო“.
ყველა მომენტი წამში გამახსენე, ისიც როცა ყველა სადღეგრძელო შენ გეძღვნებოდა ჩემგან!
ყველა აწეულ ჭიქაზე ვიძახდი - მირზა შენ გაგიმარჯოს -მეთქი. წელსაც პირობა მოგეცი, მაგრამ რთულია აწი ერთად ავწიოთ ჭიქა ! შენი გული გაჩერდა, თვალზე ცრემლი კი არ შრება.
შენი ლამაზი სული მუდამ სახლობს ჩემს ოჯახში და საუკუნედ დარჩება გპირდები!“, - წერს მაია მემარნე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა - რას წერს მისი ყოფილი მეუღლე