Digest Logo

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა - რას წერს მისი ყოფილი მეუღლე

1681197434
კოტე თოლორდავა

მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 1979 წლის 13 მაისს დაიბადა.  მას ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე ათონელზე.

👉2 ქორწინება, მძიმე ავარია და ხელის თხოვნა ამწეკრანიდან - ცოტა რამ კოტე თოლორდავას შესახებ

გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით კოტე თოლორდავას ყოფილმა ცოლმა განო მელითაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კოტე ძველი ფოტოებით გაიხსენა.

„დღეს ის დღეა უპირობო სიყვარულის მარადიულმა სამყოფელმა რომ მოიტაცა სიკეთით სავსე, ჯადოსნური კოტე თოლორდავა...“, - წერს განო მელითაური.

ცნობისთვის, კოტე თოლორდავამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 

2014 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა. მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა „განო და კოტე“.

კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„თქვენც შეამჩნევდით, მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?“ - რას წერს სალომე ზურაბიშვილი

🔵ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

🔵„დღეს ჩემი გოგოს დღეა! ბედნიერი იყავი, ჩემო სიყვარულო“ - ნინი ქარსელაძე იუბილარია