ქალი, რომელმაც ბიოლოგიური მამა წლების შემდეგ იპოვა, სოციალურ ქსელში, ჯგუფში „ვეძებ“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მათი შეხვედრის სენსიტიურ დეტალებს საზოგადოებისთვის ასაჯაროებს.
ემოციურ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ყველას მოგესალმებით, ბევრი ელოდება ჩემს პოსტს.
სასიხარულო ამბით, რომელსაც გულში ვერ ვიტევ, ემოციებით სავსე ვარ, ეს რა იყო, ღმერთო.
ბიოლოგიური მამა ვიპოვე, შევხვდი დღეს. თქვენ ამ ქალს იცნობთ?(ვანახვებ გამჩენი ქალის სურათს)აკვირდება თითქოს კი..
სახელ და გვარს ვეუბნები - ეს ქალი თქვენგან იყო ორსულად, რომელმაც გითხრათ რომ ბავშვი დაეღუპა. სინამდვილეში ის ბავშვი არ მომკვდარა, მე ვარ.
მისი სახე, სითეთრე გადასდის, ვეღარ ვაგრძელებ. ცუდად ხართ?? და ვხედავ აქვითინებულ კაცს. ვერ აღვბეჭდე კადრად.
ემოციების ზღვა, ბევრი კითხვები და ყველაზე პასუხები, გავარკვიე რომ ჩემი გამზრდელი დედა აკითხავდა ამ ქალს მთელი ორსულობა, სურათით ამოიცნო.
მისი თვალები - თურმე შვილიშვილები მყოლია და ჩემს პატარა გოგოს და ყველაზე ემოციური დამშვიდობება - მის ხელს ვგრძნობ ჩემს ხელებზე, სითბოს.
პ.ს მადლობა ყველას ჩემს თავს რომ არ დავნებდი და ბოლომდე გავედი. მადლობა,ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ რთული ამოცანის ამოხსნაში“, - წერს თიკო მურუსიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა - რას წერს მისი ყოფილი მეუღლე