
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
სურსათის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.
აღნიშნულ ფაქტზე თსსუს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი მაია ხერხეულიძე განმარტებას აკეთებს:
„ეს არის ტოქსიკური ნივთიერება, რასაც გარკვეული ტიპის სოკო გამოიმუშავებს, სამწუხაროდ ზოგჯერ ის საკვებს ერევა. ძირითადად გვხვდება თხილეულში და ისეთ საკვებში, რაც მიწასთანაა კავშირში. შესაძლოა მოხვდეს რძეშიც, თუ ძროხის საკვებადაა გამოყენებული.
იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თავად მოვახერხოთ აფლატოქსინით დაბინძურებული საკვების ამოცნობა სახლის პირობებში ვერანაირ რჩევას და რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, რადგან ეს ლაბორატორიულ კვლევას მოითხოვს“, - ამბობს მაია ხერხეულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენ...“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს