Digest Logo

„რატის გარეშე ჩემი ცხოვრება მართლა ვერ წარმომიდგენია, გაგიმარჯოს ყველა იმ უნიკალური ნიჭით, რაც ღმერთმა მოგცა“ - მაკა ზამბახიძის მილოცვა რატი დურგლიშვილს

1743839584
მაკა ზამბახიძე

მომღერალი რატი დურგლიშვილი იუბილარია. იგი 43 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.

არაერთმა ცნობილმა სახემ „ინსტაგრამზე“ რატისთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა და ბევრი დადებითი სურვილებიც უსურვა მომღერალს.

კეთილის მსურველებს შორისაა მომღერალი, რატის მეგობარი მაკა ზამბახიძე, რომელმაც კოლეგას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვები მიუძღვნა:

„უბრალოდ რატის გარეშე ჩემი ცხოვრება მართლა ვერ წარმომიდგენია.

ის არის ჩემი ცხოვრების, ჩემი კარიერის, ჩემი ყველა სიხარულის უმნიშვნელოვანესი ნაწილი (კი მიშლის ხოლმე ნერვებს მაგრამ...).

ჰოდა შენ გაგიმარჯოს ყველა იმ უნიკალური ნიჭით, რაც ღმერთმა მოგცა.
წინ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს და მოემზადე შენი საავტორო კონცერტისთვის“, - წერს მაკა ზამბახიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ავიღე ჩემი ჩანთა, რომელშიც ნათლიას ნაჩუქარი თანხა მქონდა, კიბეები ჩავირბინე და ბავშვს გავუწოდე... დედა არ გამიბრაზდა“ - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი

„ჩვენ...“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

„ამასობაში კი 43 წლის გახდა ჩემი რატიკო...“ - რატი დურგლიშვილი იუბილარია