Digest Logo

🎥 „შესაძლოა ჩივილები არ გვქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მიკრობიომი გამართულად მუშაობს“ - ლაშა უჩავა

1794422400
ლაშა უჩავა

გადამუშავებული საკვების მასობრივმა გავრცელებამ, მჯდომარე ცხოვრების წესთან და შეცვლილ რაციონთან ერთად, თანამედროვე საზოგადოებაში ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებს შეუწყო ხელი, როგორიცაა ჭარბწონიანობა, ღვიძლის გაცხიმიანება და ინსულინის რისკების ზრდა.

„ველნეს პოდკასტში“ საუბრისას ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ყურადღებას ამახვილებს პირის ღრუს ჰიგიენის, მჟავიანობის ბალანსისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირზე:

რა გავლენას ახდენს გადამუშავებული საკვები ორგანიზმზე?

ლაშა უჩავა: ასეთი საკვების წარმოება დაიწყო იმიტომ, რომ აფრიკის ქვეყნებისთვის, რადგან იქ საკვები არ იყო ყოფილიყო ხელმისაწვდომი და შემდეგ მოედო მთელ მსოფლიოს. 90-იანი წლების საქართველო ძალიან მძიმე იყო ქართული საზოგადოებისთვის, რადგან მაშინ არ იყო ხელმისაწვდომი საკვები. სიმსუქნის კოეფიციენტით მსოფლიოში მე-14 ადგილზე ვიყავით, რადგან მაშინ მიირთმევდნენ, პურს, ჩაის, შაქარს გადაჭარბებული რაოდენობით. ევროპის მასშტაბით კი იყო მე-5 ადგილზე.

ამის შემდეგ შემოვიდა ბევრი კონსერვი, ნახევარფაბრიკატი, დღესდღეობით  შედარებით მეტი საოფისე სამსახურია და ფიზიკური აქტივობაც შეუძლებელი გახდა ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ჭარბწონიანობას, ღვიძლის გაცხიმიანებას, ასევე ინსულინის რისკი იზრდება.

კუჭის მჟავიანობა და გარემო:

ლაშა უჩავა: ჩვენ ლორწოვან ორგანოებს აქვს გარკვეული მჟავიანობა, რომლებიც ცხოვრობენ ორგანიზმში იმიტომ რომ საკვებზე და თავად ორგანოებზე მოახდინონ დადებითი გავლენა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია პირის ღრუ, მასში გადამუშავებული და კარგად დაღეჭილი საკვები. ამიტომაც პირის ღრუში უფრო მეტ ბაქტერიას ვხვდებით, ვიდრე სხვა ორგანოებში. ამიტომ პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვანია და პირდაპირ კავშირშია კუჭთან. საყლაპავში ვხვდებით ტუტე გარემოს, რომელიც ასევე ხელს უწყობს იმას, რომ პირის ღრუდან კუჭში საკვები მოხვდეს უპრობლემოდ.

მაშინ როდესაც ჩვენ დარღვეული გვაქვს ეს პროცესი, ანუ მჟავიანობა, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს კუჭის ლორწოვანზე. ჭამს ლორწოვანს, ხდება ანთებითი პროცესები, აზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს, შესაძლოა მოჰყვეს კუჭის გახეთქვა, ან წყლულის გაჩენა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

🎥 რატომ ეწოდება კუჭ-ნაწლავს „მეორე ტვინი“ და რა კავშირი აქვს მიკროფლორასა და ძილს ჩვენს ჯანმრთელობასთან: ლაშა უჩავას რჩევები

⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი სხვებისთვის ბედნიერების მოტანაა...“ - ნუცა ბუზალაძე პროექტ „ნიჭიერზე“

✕