Digest Logo

🎥 „შეთანხმება მოხდა ჩემს აღმზრდელ მამასა და ბაბუას შორის...“ - რას ჰყვება ჟურნალისტი მაია პაპიძე

1719387565
თმუნა მუსერიძე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე, რომელიც გახლავთ სოციალურ ქსელში ჯგუფ „ვეძებ“ - ის დამფუძნებელი, ქართულ საზოგადოებას გაშვილებული ადამიანების პოვნაში ეხმარება. თამუნა მუსერიძეს ამავე სახელწოდების გადაცემებიც ჰქონდა, სადაც ადამიანები თავიანთ ისტორიებს ჰყვებოდნენ.

როგორც თამუნა სხვა და სხვა ინტერვიუში ამბობს, აღნიშნული საქმიანობა საკუთარმა ისტორიამ გადააწყვეტინა. მოგეხსენებათ თამუნა მუსერიძე თავად ნაშვილებია და წლებია ძალისხმევას არ ზოგავს, რათა საკუთარი ბიოლოგიური მშობლები იპოვოს.

ამჯერად თამუნა მუსერიძემ შექმნა „იუთუბის“ არხი, რომელსაც აგრეთვე „ვეძებ“ დაარქვა, პოდკასტში კი სტუმრად ჟურნალისტი მაია პაპიძე მიიწვია, რომელმაც გაშვილების შესახებ, საკუთარ ამბავზე ისაუბრა.

„ჯგუფ „ვეძებში“ სულ ვკითხულობდი პოსტებს და ერთ-ერთ  პოსტში ეწერა, რომ ჭიათურაში გაშვილებულ ადამიანს ეძებდნენ. მეც მივწერე დახმარების მიზნით. გამომკითხა რაღაცები, მე თავის დაზღვევის მიზნით დედის გვარი ვუთხარი იმან კი დედაჩემის სახელი თავად მითხრა.

ამის შემდეგ შემომდის სულ სხვა წერილი. ეს ადამიანი მწერდა, რომ ერთ დღეს სოფელში გზაზე მოვდიოდი, როცა მისმა დედამ და ბებიამ დამინახეს.  ერთმანეთს გადაულაპარაკეს ჩემზე რა კარგი გოგო დამდგარა, ეს გოგო ნაშვილებიაო. მე ძმა მყავს უფროსი შესაბამისად გაჩნდა კითხვა - რატომ იშვილეს თუ კი ვაჟი ჰყავდათო?. ბებოს უთქვამს გაცვლა მოხდაო.

როგორც აღმოჩნდა ჩემმა აღმზრდელმა დედამ როცა იმშობიარა პარალელურად ჩამოსული იყო უცხოელი წყვილი, რომელთაც მეხუთე გოგო ეყოლათ. ჩემს აღმზრდელებს კი მეორე ბიჭი. შეთანხმება მოხდა ჩემს აღმზრდელ მამასა და ბაბუას შორის და გაცვალეს ბავშვები. ბაბუა იცნობდა ამ სამშობიაროს ექიმს. ან საჩხერეში დავიბადე ან ზესტაფონში“, - აღნიშნა  მაია პაპიძემ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ“ - ხვიჩა კვარაცხელია

🎥 „ყველაფერი წინ არის... მე არ გავჩერდები...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკა კვალიაშვილი

⭕„მწამს, პატარა ღირსეულად ატარებს შენს სახელსა და გვარს“ - დავით ოქიტაშვილი იმიერში გიო ხუციშვილს შვილიშვილის დაბადებას ულოცავს