Digest Logo

„შევესწარი მამის დაჭრის მომენტს“ - ბავშვობის ტრავმა და ცხოვრების მთავარი პროფესია, რატომ არ უნდოდა მანანა აბრამიშვილს ქალიშვილის მსახიობობა?

1742546611
თეკლა სულაქველიძე

მსახიობი თეკლა სულაქველიძე სტუდენტობიდანვე აქტიურია და წარმატებამაც არ დააყოვნა. მას საზოგადოება სხვადასხვა პროექტებიდან იცნობს და ალბათ, ისიც ბევრმა იცის, რომ თეკლა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის მანანა აბრამიშვილის ქალიშვილია. 

თეკლა სულაქველიძე: ბავშვობიდანვე მომწონდა თამაშები, რომელშიც ინტერვიუებს ვაძლევდი ჟურნალისტებს, ვყვებოდი ჩემს ცხოვრებაზე და ასე შემდეგ, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ვოცნებობდი. დაახლოებით 16-17 წლამდე ამ პროფესიაზე სერიოზულად არც მიფიქრია, მანამდე სანამ სტუდიაში არ დავიწყე სიარული და მივხვდი, რომ ნამდვილად მსიამოვნებს სცენაზე დგომა და გარდასახვა. 

- დედა წინააღმდეგი იყო?

კი, პირველ წელს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე, ზუსტად იმიტომ, რომ დედას უნდოდა, ნებისმიერი პროფესიის ვყოფილიყავი გარდა მსახიობისა. პირდაპირ უნიჭო ხარო არ მეუბნებოდა, მაგრამ სულ მიმეორებდა არ გამოგივა, არ გაქვს მსახიობის ხასიათი, ნებისყოფა, ამ პროფესიას თავგანწირვა სჭირდებაო. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს შემეძლო, მაგრამ დედა არ იყო ამაში დარწმუნებული, ამიტომ მითხრა, სახლში აღარ შემოხვალ, თუ მსახიობობას აირჩევო. 

ორი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა და როგორც ამბობენ, ხუთ წლამდე ვყვებოდი რაც მოხდა, მე შევესწარი მამის დაჭრის მომენტს, იქ ვიყავი, როცა ეს უბედურება მოხდა. 

მქონდა ბავშვური დეპრესიაც, მარტივად ვერ გამოვძვერი ამ სიტუაციიდან, დღემდე როცა ფსიქოლოგს ვესაუბრები, მეუბნება, შენს ქვეცნობიერს სულ ახსოვს რაც ნახა და შენი ყველა კომპლექსი და შიში იქიდან მოდისო.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა გავლენას ახდენს ხედი ფანჯრიდან ჩვენს ჯანმრთელობაზე - ადამიანები, რომლებიც ბუნებას ხედავენ შფოთვასა და სტრესს ნაკლებად განიცდიან

🎥 როდის უქმნის ახალი კარტოფილი საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას?! - სურსათის ეროვნული ექსპერტის რჩევები

ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - ახალი კვლევა