Digest Logo

„შეყვარებული ვიყავი კატასტროფულად და აღარ მინდა... ძალიან დიდი დრო დავკარგე არაფრის გამო“ - რატი დურგლიშვილი

1650185929
რატი დურგლიშვილი

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა გადაცემაში „სთორი“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და ძველი სიყვარული გაიხსენა. მისი თქმით, ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო მისი ქვევით დაშვების მომენტი.

„მინდოდა ამომეხსნა რა არის სიყვარული, მაგრამ ვერ ამოვხსენი.

შეყვარებული ვიყავი, კატასტროფულად და აღარ მინდა. ძალიან დიდი დრო დავკარგე არაფრის გამო. ვფიქრობ, რომ სიყვარულს ორი უკიდურესობა აქვს - ხარ ბედნიერი და ხანაც უბედური.

შემდეგ ხვდები, რომ ყოფით სცენებში იღებ მონაწილეობას და შენთვის ძვირფასი დრო გადის. მერე განშორების მომენტი რომ დგება დაკარგულ დროს ვერ იბრუნებ, ის ადამიანი უცხო ხდება, უკვე აღარ გიყვარს, არც მეგობარი არ არის.

მახსოვს, რომ ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო ჩემი ქვევით დაშვების მომენტი, არ ვხატავდი, არ ვმღეროდი“, – განაცხადა რატი დურგლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „როგორ დავტოვო ჩემი მეგობარი ომში? ჩვენ დაბომბვის ქვეშ ვიყავით და შიმშილს გადავრჩით“ - მარიუპოლიდან გაქცეულმა უკრაინელმა ბებიამ მამალი თან წაიყვანა

🔵„შენმა ბიჭმა და მისმა რამდენიმე კლასელმა მოლოტოვის კოქტეილები გააკეთეს და სკოლასთან ახლოს გამოსცადესო“ - ირაკლი ოქრუაშვილი შვილზე

🔵„თავიდან ადაპტირება მოგიწევთ ახალ რეალობასთან“ - რას წერს ლალი მოროშკინა