დღეს ილიაობაა - ტრადიციული სახალხო და რელიგიური დღესასწაული, რომელიც წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას უკავშირდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით ამ წუთებში ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს.
დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგელოზის დღეა, რასთან დაკავშირებითაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო მესამე სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ოთარ კიტეიშვილმა სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა – გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა