მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა.
მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ.
„ყველას გილოცავთ დიდი სიყვარულით. ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. სიხარული გიმრავლოთ. გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა და გადაარჩინოს უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი“, - აღნიშნა პატრიარქმა.
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი? - გია მურღულიას სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პოსტი
⭕„გლოვობ ყველაფერს, რაც გინდოდა მომხდარიყო და არ მოხდა“ - გიორგი რაზმაძის განმარტება