Digest Logo

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას, სწავლა არის მძიმე შრომა, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება

1789393897
 შიო მესამე

„გილოცავთ საეკლესიო ახალი და ასევე, ახალი სასწავლო წლის დაწყებას“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი წლის დასაწყისში ყოველთვის გვაქვს იმედები, რომ მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულსა და ცხოვრებაში.

„სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე“, - აღნიშნა პატრიარქმა.