Digest Logo

„შიშისგან გული გამისკდება“ - ქობულეთში დედამ შვილის საფლავზე დამარხული 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვა

1706427743
სასაფლაო

ქობულეთში, სოფელ გელაურში ერთ-ერთ სასაფლაოზე 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვეს დამარხული.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან სამართალდამცველები.

შეშფოთებული სოფელ გელაურის მცხოვრებლები გამოძიებას და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვენ.

„როგორც ცნობილია, ფოტოები ზემოდან მიწაში იყო ჩაფლული და მათ მიცვალებულთან შეხება არ ჰქონია... ფოტოსურათები მათზე გამოსახული პირების ფეისბუკ ალბომებიდანაა აღებული და შემდეგ დაბეჭდილი. სურათებზე აღბეჭდილი პიროვნებები იდენტიფიცირებულია“.

„ეს ნაკაიძეების საფლავზე მოხდა, დედა ყოველდღე დადის შვილის საფლავზე და უცნაურად დატკეპნილი მიწა რომ შეამჩნია, ის ადგილი ამოთხარა, თან დანაც დარჩა ეტყობა იმ ბოროტ მოქმედს, დანაც იპოვეს... ამოთხარეს და აღმოაჩინეს ეგ სურათები“.

„ძალიან შემეშინდა, გული მაქვს ცუდად“, - წერენ კომენტარებში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორი მიხრა-მოხრა აქვს ნიჟარაძესავით“ - როგორ შეასრულა მიშა ანდღულაძემ „ანკორა“

„მყუდრო მომენტები ცხელ შოკოლადთან ერთად“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

28 იანვრის ამინდის პროგნოზი