Digest Logo

შოთა არველაძე - „შევთანხმდით, რომ „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება“

1747465566
შოთა არველაძე

საქართველოში „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება, – ამის შესახებ „ბარსელონას“ ლეგენდებისა და GEO11-ის შეხვედრის შემდეგ პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, შოთა არველაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ პროექტს და გვინდა, ნელ-ნელა განვავითაროთ, მე ვარ მისი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ჩემს მეგობრებთან და სპონსორებთან ერთად. ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში. გვსურს, რომ მსგავსი საღამოები ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში ბევრი იყოს .

თუ ვინმეს აქვს უნარი, რომ ჩამოვიდეს და ქართველ გულშემატკივარს ასიამოვნოს, მოწადინებულები ვართ, რომ ჩამოვიყვანოთ და ეს სერია გავაგრძელოთ.

შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება. გვქონდა თუ არა მათთან კონტაქტი? დიახ, უკვე შეთანხმებულები ვართ მატჩის 2026 წელს გამართვაზე. შესაბამისად, შემდეგი სტუმარი „სამეფო კლუბი“ იქნება. მინდა, ქომაგებს მადლობა ვუთხრა. ჩვენ კი შევეცდებით, ასეთი საღამოები ბევრი იყოს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ღმერთმა დალოცოს მისგანვე დაბადებული სიცოცხლის იდუმალი მოგზაურობა...“ - რას წერს გია მურღულია?

🎥 „ფილმის სახელი არის ოჯახურ კავშირზე ფესვებთან...“ - აკაკი ფოფხაძეს ფილმისთვის „სისხლის სახელით“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

⭕როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში?

წყარო: 1tv.ge