Digest Logo

შოვში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი იდენტიფიცირებულია - ის ზაზა მესხის ოჯახი წევრია

1694591309
ზაზა მესხი

შოვის ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ იდენტიფიცირებულია ბოლოს ნაპოვნი მოზარდის ცხედარი და ის ზაზა მესხის ოჯახი წევრია.

„ბოლოს სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა. ის ალინა პოლიკოვსკას შვილია. იდენტიფიცირება დნმ ანალიზით მოხდა, ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია“,- წერს ლაშა ბერულავა.

ამ დროისთვის ნაპოვნი და ამოცნობილია 32 ცხედარი.  უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, ასევე ზაზა მესხის ოჯახიდან.