Digest Logo

შსს სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1773914926
სამებასამება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:

ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით;

ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; 

ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;

საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;

გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;

წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით.

გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.

რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დარწმუნებული ვარ, ის მადლი, რომელიც ნათლობის დროს ნათლიიდან ნათლულზე გადადის, მუდამ თან გაჰყვება კირას…“ - ნანუკა გულუა

⭕„აიღეთ წითელი სანთელი, დაანთეთ და წარმოიდგინეთ თქვენი მიზანი....“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ

⭕საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს დაამატებს - განრიგი დეტალურად